პრაქტიკიდან გამომდინარე ცნობილია, რომ სავაჭრო-საინვესტიცო მისიების ან სხვა მსგავსი ღონისძიებების ორგანიზების დროს, დიდი ყურადღება ეთმობოდა ოფიციალური პირების, სპონსორების ან კონკრეტული ინდუსტრიების წარმომადგენლების მისასალმებელ გამოსვლებსა და პრეზენტაციებს.
ხოლო შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობოდა ღონისძიების მთავარ მიზანს – რელევანტური/საინტერესო კონტაქტების რიცხვის გაზრდა დროის ლიმიტირებულ მონაკვეთში.
ღონისძიებების ასეთმა დაგეგმვამ მონაწილეებში ჩამოაყალიბა აღქმა, რომ მსგავსი ღონისძიებები უმეტესწილად არაპროდუქტიულია.
“AGIC”-მ შეიმუშავა მიდგომა სავაჭრო და საინვესტიციო მისიების სწორად ორაგანიზებისთვის, რომლის მეშვეობითაც იზრდება მონაწილეთა პროდუქტიულობა, საჭირო და რელევანტური კონტაქტების დაგროვების თვალსაზრისით, რითაც საბოლოო ჯამში კმაყოფილი რჩება კლიენტი ანუ ღონისძიების დამკვეთი.
სავაჭრო და საინვესტიციო მისიების ორგანიზების სტანდარტული მეთოდისგან განსხვავებით ჩვენი მომსახურება ხაზს უსვამს ორმხრივი შეხვედრების სწორად დაგეგმვას. მიზანი ამ შემთხვევაში არის ორმხრივი შეხვედრების რაოდენობა და რელევანტურობა.
ეიჯი ინტერნეიშენელ კონსალტინგმა შეიმუშავა ეტაპობრივი მიდგომა სავაჭრო და საინვესტიციო მისიების ორგანიზებისთვის. ჩვენ დიდი სიფრთხილით ვასრულებთ თითოეული ეტაპისთვის წინასწარ დაგეგმილ სამუშაოებს, თითოეული მათგანის წარმატებით განსახორციელებლად.
თავადაპირველად ჩვენ ვგეგმავთ და ვიკვლევთ მონაწილეებს იმისათვის, რომ გავიგოთ დელეგატების მოთხოვნები.
სარგებელი ორმხრივი შეხვედრებიდან იზრდება მაშინ, როდესაც სწორად არის აღქმული თუ რა მოლოდინი აქვთ ვიზიტორებს და დელეგატებს.
შემდეგ ვპოულობთ შესაფერის ადგილობრივ კომპანიებს და ვუსადაგებთ მათ უცხოურ კომპანიებს.
მესამე საფეხურზე ხდება შეხვედრების ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება და პროცესის მეთვალყურეობა.
საბოლოო საფეხურზე კი ხდება მონაწილეთა გამოკითხვა და შედეგების შეფასება.
ეიჯი ინტერნეიშენელ კონსალტინგი–ს სავაჭრო და საინვესტიციო მომსახურების უპირატესობებია:
-
- ყურადღება გამახვილებულია ორმხრივ შეხვედრებზე, და ორიენტირებულია კონკრეტულ შდეგებზე (მაგ:გარიგებებზე, კომპანიების ხელმეორედ მონაწილეობაზე)
- საუკეთესო თანხვედრა დელეგატების ბიზნეს ინტერესებსა და ადგილობრივი კომპანიების პროფილებს შორის
- იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ წინასწარ შეისწავლო კომპანია, რომელსაც უნდა შეხვდე, რათა კარგად იყო ინფორმირებული და მომზადებული მიხვიდე შეხვედრაზე
- ღონისძიება ეფექტურად არის დაგეგმილი ლოჯისტიკისა და დამხმარე მომსახურებების მხრივ
- ორიენტირებულია დელეგატების მაქსიმალურ პროდუქტიულობაზე და კლიენტის კმაყოფილებაზე.