კომპანიის შესახებ

Separator

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია “AGIC” მოღვაწეობს 2007 წლიდან და უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას აუდიტის, საბუღალტრო და იურიდიული, ბიზნეს საკონსულტაციო და მარკეტინგის მიმართულებით.

კომპანიის გუნდი შედგება 30-ზე მეტი მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიონალი თანამშრომლებისაგან, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან განვითარებასა და კლიენტების წარმატებაზე.

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია “AGIC” არის PrimeGlobal-ის წევრი საქართველოში, რაც საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ გლობალური, კომპლექსური და სხვადასხვა სირთულის პროექტები ჩვენს პარტნიორებთან ერთად მსოფლიოს 85-ზე მეტ ქვეყანაში.

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია
Front Image
საკონსულტაციო კომპანია
Front Image
საკონსულტაციო კომპანია
Front Image

PrimeGlobal მსოფლიოში სამ უმსხვილეს დამოუკიდებელ აუდიტორულ და საბუღალტრო ფირმების ასოციაციებს შორისაა, რომელიც დაარსდა 2011 წელს და დღეს უკვე 85-ზე მეტ ქვეყანაში არსებულ წარმატებულ დამოუკიდებელ საბუღალტრო ფირმას აერთიანებს.

იგი უზრუნველყოფს ინსტრუმენტებისა და რესურსებს ფართო სპექტრს, რათა დაეხმაროს წევრ ფირმებს უზრუნველყონ უმაღლესი ხარისხის საბუღალტრული, აუდიტის, საგადასახადო და მართვის სერვისები.

PrimeGlobal- ის წევრები იზიარებენ საერთო კულტურას, რომელიც წევრებს შორის ძლიერ კავშირს ქმნის და ხელს უწყობს კომპანიების პროფესიულ განვითარებასა და წარმატებას.

მისი მეშვეობით დამოუკიდებელი წევრი ფირმები სხვა კომპანიებს სთავაზობენ მსოფლიო ორგანიზაციის შესაძლებლობებს, რომელიც ტექნიკური სიღრმით და გეოგრაფიული შესაძლებლობებით, მხოლოდ ადგილობრივი ფირმისთვის არის ხელმისაწვდომი.

ჩვენ ვართ წევრები

Separator

ბლოგი

Separator