
“AGIC” წარმოადგენს “PrimeGlobal-ის წევრს საქართველოში, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი დამოუკიდებელი საბუღალტრო ფირმების ასოციაციებს შორისაა.

კომპანია “MTI Consulting” არის საეთაშორისო ქსელი, რომელიც დაარსდა 1997წელს. დღეს მას უკვე 43-ზე მეტ ქვეყანაში აქვს წარმატებით შესრულებული 660-ზე მეტი პროექტი.
კომპანიის საკონსულტაციო მომსახურებას წარმოადგენს: სტრატეგიული დაგეგმარება, პროცესის რეორგანიზაცია, მენეჯმენტი, საერთაშორისო ბაზარზე შესვლა, შესაძლებლობების მოკვლევა, ბრენდინგი, ბაზრის კვლევა და სხვა.

საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა ასოციაციის დამოწმებული კორპორატიული წევრი.

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის წევრი.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ შემუშავებული საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსების BAS პროექტის აკრედიტებული წევრი.

გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების ექსკლუზიური პარტნიორი საკონსულტაციო და აუდიტორული მომსახურების კუთხით.

USAID–ის (აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) მიერ დაფინანსებული პროგრამების აუდიტის ჩატარების აკრედიტაცია.

USAID Zrda-ს აკრედიტებული წევრი, საკონსულტაციო და აუდიტორული მომსახურებისათვის.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის აკრედიტებული საკონსულტაციო კომპანია.

გაეროს მოსახლეობის ფონდი. ნებისმიერი პროექტი, რომელსაც დააფინანსებს UNFPA შემოწმდება AGIC-ის მიერ და მიენიჭება სტატუსი მისი შიდა კონტროლიდან გამომდინარე, რამდენად შესაფერისია მათთვის გრანტის მიცემა, ხოლო პროექტის განხორციელების შემდეგ AGIC ხელმეორედ შეამოწმებს.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების ექსკლუზიური პარტნიორი საკონსულტაციო და აუდიტორული მომსახურების კუთხით.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ აკრედიტებული საკონსულტაციო კომპანია.

სოფლის დასოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებს და მართავს სხვადასხვა დაქვემდებარებულ სასოფლო-სამეურნეო კომპანიებს.

EVOLUXER არის ესპანური საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების მენეჯმენტსა და განხორციელებაზე. EVOLUXER– ს ჰყავს სპეციალიზირებული პერსონალი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებაში. ევროკომისიის პროცედურებისა და პრაქტიკული სახელმძღვანელოს (PRAG) წესების შესაბამისად.