
ინოსისტემსი წარმოადგენს სამეცნიერო – სამრეწველო ცენტრს, რომელიც დაარსდა 2014 წელს.
ისინი მუშაობენ შემდეგი მიმართულებით: სამრეწველო ობიექტების პროექტირება, მშენებლობა, გამართვა, არსებული სამრეწველო ობიექტების მოდერნიზაცია.
კომპანიას აქვს გამოცდილება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ისეთი საწარმოების პროექტების განხორციელებაში როგორიცაა:
რძე და რძის პროდუქტების წარმოება, პურ-ფუნთუშეულის წარმოება, საკონდიტრო მრეწველობა, ცხიმპროდუქტების წარმოება, ექსტრუზირებული პროდუქტი და ა.შ.
კომპანიის მისიას წარმოადგენს საქართველოში იმპორტჩამნაცვლებელი და ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების შექმნა. შ.პ.ს. „ინოსისტემსი“ კლიენტებს სთავაზობს არსებულ ბიუჯეტზე გათვლილ საუკეთესო ტექნიკურ, ტექნოლოგიურ და ინჟინრულ გადაწყვეტილებებს, აგრეთვე დახმარებას არსებული საწარმოების რეკონსტრუქციაში, გადაიარაღება-გამართვაში მინი საწარმოდან მეგა საწარმომდე.

Solsuus არის საერთაშორისო საინვესტიციო საკონსულტაციო ფირმა, რომელიც დაფუძნებულია ვაშინგტონში.
პარტნიორების ქსელთან ერთად და ასევე პალო ალტოში, რომში, დოჰაში, სტამბოლსა და თბილისში.
კომპანია უზრუნველყოფს განვითარებადი ბაზრის პროექტის ინვესტიციებს, დაფინანსების და აღსრულების გადაწყვეტილებებს და რჩევებს ამერიკელი და ევროპელი კლიენტებისთვის დასავლეთის/ევრაზიის კერძო სექტორის განახლებადი ენერგიის, კვების, სტუმართმოყვარეობის/ტურიზმის/უძრავი ქონების განვითარების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიების შესახებ.
იგი ასევე წარმოადგენს ევროპულ, აფრიკულ და დასავლეთ აზიის კომპანიებს ვაშინგტონში და ეხმარება ასეთ კლიენტებს უფრო მეტი სარგებლობა მიიღონ, ტექნოლოგიურად ინოვაციური და მოწინავე კომპანიებთან და საწარმოს/განვითარების საფინანსო ფირმებთან თანამშრომლობით.

BSI დაარსდა 1998 წელს. მისი მთავარი ოფისი მდებარეობს ბოსტონში (აშშ), ხოლო დანარჩენი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ინდოეთში, ბარეინში, კატარსა და საუდის არაბეთში.
ისინი ემსახურებიან გლობალურ კომპანიებს და ცდილობენ გააფართოვონ ოფისები და ფილიალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ისინი მუშაობენ მარეგულირებელ ორგანიზაციებთან, ბანკებსა და სამთავრობო უწყებებთან.
ასევე ხელს უწყობენ ინდუსტრიის წამყვან კომპანიებს ნავთობის, გაზის, ენერგეტიკის, ნავთობპროდუქტების და მასთან დაკავშირებული პროცესების წარმოებაში, ხოლო კლიენტები წარმოადგენენ შემდეგ კომპანიებს: მექსიკის მთავრობა, OECD, TRANEX, EPC ფირმა, საუდის Aramco, Vattenfall, გაზისა და ნავთობის მაიორი, მინერალების ტექნოლოგიები, FedEx.

ცენტრალური აზიის ბიზნეს კონსულტანტები – საკონსულტაციო განხრით იგი არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რეგისტრირებული კაიმანის კუნძულებზე.
იგი აქტიურად მუშაობს კასპიის რეგიონში, კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში 1997 წლიდან.
კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს ისეთ კლიენტებთან მუშაობაში, როგორებიც არიან: კლმ, პროქტერ და გემბელ, მსფო ვიატორი, მსოფლიო ბანკი, სახელმწიფო ნავთობის კორპორაციები, კასპიის პორტი, ბიპი/ამოკო, ამერიკის სავაჭრო პალატა, რეიტონი და ა.შ.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია – ორგანიზაცია შეიქმნა 2012 წელს და წარმოადგენს ფერმერთა გაერთიანებების „ქოლგა“-ს ორგანიზაციას, რაც გაერთიანებათა გაერთიანებას გულისხმობს.
დღეს ასოციაცია 1000-მდე ფერმერს მოიცავს.
ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო, დონორთა და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან.
იგი ასევე წარმოადგენს საკმაოდ მძლავრ მაკოორდინირებელ სტრუქტურას ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სფეროში დაინტერესებულ მხარეთა შორის.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ეხმარება ფერმერებს ადვოკატირების, საწარმოო და პროფესიული განვითარების საკითხებში და ასრულებს მაკავშირებელ ფუნქციას აგროსფეროს მოთამაშეთა შორის.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია საკუთარ წევრებს სთავაზობს საინფორმაციო ცენტრის მომსახურებას, რომელიც გულისხმობს სატელეფონო კონსულტაციას, საჭირო ინფორმაციის მიღებასა და გავრცელებას.