მოლაპარაკებები ბიზნეს სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრი და შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე. ასევე სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს მის ქცევასა თუ საუბარს.

მაგალითად კომპანიებთან პარტნიორობა, თანამშრომლებთან ურთიერთობა, კლიენტებთან კომუნიკაცია და სხვა. ამ სტატიაში სწორედ მოლაპარაკების ტიპებზე და შეთანხმების სტატეგიაზე ვისაუბრებთ.

    • ადამიანები – დააცალკავეთ ისინი პრობლემისგან
    • ინტერესი – ყურადღება გაამახვილეთ ინტერესებზე, და არა პოზიციაზე
    • პოზიცია – ჩამოაყალიბეთ შესაძლებლობების ვარიაციები, სანამ მოქმედებას გადაწყვეტთ
    • ობიექტური სტრატეგია – მტკიცედ გჯეროდეთ, რომ შედეგი დაეფუძნება გარკვეულ ობიექტურ სტრატეგიას

ყველაფერი უფრო მარტივია, როდესაც დაგეგმილი გაქვთ თუ როგორ უნდა მიაღწიოთ მიზანს. იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე საწინააღმდეგო ინტერესებს ამტკიცებს, ხშირად ადამიანს უკმაყოფილობის და გაუცხოვების განცდა ეუფლება. ამის მოსაგვარებლად სამი გზა არსებობს, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავენ შედეგს – შეთანხმებას/მოლაპარაკებას.

პირველი შედარებით მარტივ მოლაპარაკებას წარმოადგენს. პირადი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად არსებობს დოკუმენტი, ხელშეკრულება, რომელზე დაყრდნობითაც მხარეებს შორის მოლაპარაკებები ხორციელდება.

ესა თუ ის შეთანხმება თავდაპირველად მეგობრულად იწყება ხოლმე, თუმცა მოგვიანებით სიტუაცია შეიძლება არაკონტროლირებადი გახდეს.

ამიტომ უმჯობესია ხელშეკრულების თავიდანვე გაფორმება და აღნიშნული პუნქტების გათვალისწინება.

მეორე კატეგორიის მოლაპარაკებები შედარებით რთულია. დიდია აზრთა სხვადასხვაობა, განიხილება ნებისმიერი სიტუაცია და პიროვნული მახასიათებლები.

რაც შეეხება მესამე კატეგორიას, ის მეტად უკიდურეს პოზიციებს გულისხმობს.

თუ ზემოთ აღნიშნული ორივე შემთხვევა ერთადაა მოცემული, მაშინ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი, ორივე მხარე მაინც ცდილობს მოძებნოს გზა მოლაპარაკების მიღწევისაკენ.

მათ უნდა დაამტკიცონ, რომ შედეგი ეფუძნება სამართლიან სტანდარტებს, რომლებიც მეორე მხარის ნებაზეა დამოუკიდებელი.

და ბოლოს, გარემოება, განწყობა თუ დამოკიდებულებები…

ემოციები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაიმეს განხილვა! მოლაპარაკებების დროს უნდა გავითვალისწინოთ თუ რა დამოკიდებულება აქვს ოპონეტს.

ასევე ისიც, თუ როგორ გვესაუბრება, რაში ხედავს ჩვენს სისუსტეს თუ სიძლიერეს, იმედს თუ უიმედობას.

როგორია მისი შეფასება ჩვენი პიროვნების მიმართ. სწორედ ამაზე დაკვირვებით და სწორი ქმედებით წარმოვშობთ სიტუაციას, სადაც შევქმნით ჰარმონიას ყველაზე დაძაბულ სიტუაციაში და კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდებით შეთანხმებას.

აქედან გამომდინარე, გამოიკვეთა სამი ძირითადი კატეგორია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, ესენია – აღქმა, ემოცია და შემდეგ უკვე კომუნიკაცია.