ბიზნეს გარემოში გუნდურად მუშაობა გარკვეული ამოცანების მისაღწევად უმთავრესი ნაწილია. თქვენი კომპანიისა თუ თანამშრომლებისთვის შეიძლება რთული იყოს სხვადასხვა

ტიპის ადამიანებთან ერთად მუშაობა,  მაგრამ არსებობს სარგებელიც; ვიმუშავოთ ერთად, რათა მივაღწიოთ საერთო მიზანს!

ჯერ კიდევ 1994 წელს შეიქმნა ტექსტი, რომელიც აფასებდა თუ რამდენად შეუძლია ადამიანს გუნდურად მუშაობა.

კერძოდ, “KSA“ 35 პუნქტიანი ტესტია, რომელიც მიზნად ისახავს 14 ინდივიდუალურ KSA-ის მოთხოვნებს გუნდური მუშაობისთვის.

მისი მიზანია დაადგინოს სამუშაო კოორდინაცია. KSA ყურადღებას ამახვილებს გუნდურ სიტუაციებზე და პიროვნების მახასიათებლების ნაცვლად შესაბამისი ქცევების ცოდნაზე, რათა შეაფასოს გუნდური მუშაობა და სპეციფიკური ქცევა.

უფრო მეტიც, ის მიზანშეწონილია ორგანიზაციებისთვის, რათა  გაირკვეს მათი პერსონალის გუნდური მუშაობის დონე და ის გზები, რომელთაც შეუძლიათ გააუმჯობესონ გუნდური მუშაობა და კომუნიკაციის უნარი.

გაზიარებული იდეა უკეთესი იდეაა

გუნდური გარემოს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ჯგუფთან იდეების გაზიარება.

გუნდის წევრებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი იდეები, განიხილონ თითოეული მიდგომის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ამ ტიპის თანამშრომლობა უპირატესობას ანიჭებს პროექტს და უბიძგებს გუნდის წევრებს საუკეთესო იდეებისკენ.

ოფისში კი გუნდის მუშაობამ შეიძლება გაზარდოს ამოცანის ეფექტურობა. როდესაც ჯგუფი იწყებს პროექტს, ისინი ერთად უფრო კარგად იმუშავებენ, ვიდრე ინდივიდუალურად.

ჯგუფურმა მიდგომამ შეიძლება თქვენი ბიზნესის ხარვეზებიც გამოასწოროს, ასევე შეუძლია გაზარდოს პროდუქტიულობა  და მოითხოვოს მეტი თანამშრომლის აყვანა. ჯგუფური მუშაობა ხელს უწყობს თქვენს ბიზნესს დააკმაყოფილოს ინდივიდუალური და  ასევე გუნდური მიზნები.

ანგარიშვალდებულება სუსტი მხარეებისთვის

გუნდში მუშაობა, არა მარტო ხელს უწყობს ხალხის სხვადასხვა სიძლიერის წარმოჩენას, არამედ ეხმარება სუსტი მხარეების აღმოფხვრაში.

თუ თქვენმა მენეჯერებმა, გუნდის წევრებს უნდა მისცენ ისეთი ამოცანა, რომელიც განსაზღვრავს თანამშრომლების სიძლიერეს, ეს იმას ნიშანავს, რომ ყველა თანამშრომლის უნარი და ნიჭი,  უნდა შეესაბამებოდეს სამუშაოს.

ეს კი საწყისია იმისა, რომ შეიქმნას ძლიერი და უფრო კვალიფიციური სამუშაო ძალა. როდესაც ადამიანები ერთ გუნდში მუშაობენ, უმჯობესდება საოფისე ურთიერთობები.

გუნდის წევრები ერთმანეთს მხარს უჭერენ და ერთმანეთის მოქმედებას ემსახურებიან.

გუნდის ურთიერთობა შეიძლება გამოიკვეთოს მუშაობის მეთოდებში, რაც გამოწვეულია გუნდის სტრუქტურისგან.

მენეჯერები თანამშრომლებს სხვადასხვა დავალებებს აძლევენ, თანამშრომლები ერთმანეთს უზიარებენ იდეებს, შემდეგ კი ყველა ერთად იღწვის პროფესიული მიზნების მისაღწევად.

ხოლო გუნდის კონცეფცია ხელსს უწყობს მორალისა და მოტივაციის განვითარებას. როდესაც ინტერპერსონალური ურთიერთობები ყალიბდება, თანამშრომლები უფრო მეტად ლოიალურია თქვენი კომპანიისადმი და მზად არის შეიძინოს კორპორატიული ღირებულებები, რომლებიც განაპირობებს თქვენს ბიზნესს.