ახალ ბაზარზე/ნიშაში გაფართოება ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა.

საინტერესო ბიზნეს შესაძლებლობების პოვნა მრავალ ადგილას შეიძლება, განსაკუთრებით როცა საქმე განვითარებად ბაზრებს ეხება.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს შესაძლებლობები საკმაოდ ხშირად უკავშირდება სხვადასხვა სახის ბიზნეს რისკებსა და არაეფექტურობას.

აქედან გამომდინარე, ბიზნეს შესაძლებლობების საფუძვლიანი ანალიზი ახალი წამოწყებების წარმატების საწინდარია.

“AGIC” ბაზრებისა და ნიშების საფუძვლიანი ანალიზის საშუალებით ეხმარება კლიენტებს შეაფასონ თავისი ბიზნეს შესაძლებლობები.

იქნება ეს სექტორის შესახებ დეტალური ინფორმაციის გარკვევა, ტენდენციებისა და ზრდის შესაძლებლობების ანალიზი, თუ კონკურენციის, ფასებისა და მიწოდების ჯაჭვის შესწავლა.

“AGIC” წარადგენს მოპოვებულ ცოდნას ბაზრის სხვადასხვა ასპექტების შესახებ, რაც საშუალებას აძლევს კლიენტებს იყვნენ მეტად ინფორმირებულნი და ამის შედეგად, მიიღონ ნაკლებად რისკიანი გადაწყვეტილებები.

ჩვენი ცოდნა და გამოცდილება საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ სხვადასხვა სექტორის, ბაზრისა და ბაზრის მოთამაშეთა ანალიზი.

ამავდროულად, მსოფლიო მასშტაბით ჩვენი პარტნიორი ოფისების ფართო ქსელის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია ინფორმაციის მოწოდება ჩვენი ქართველი კლიენტებისთვის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, აზიისა და აფრიკის ბაზრების შესახებ.