აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება კომპანიების ეფექტურად მართვის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მიმდინარე ეკონომიკურ სიტუაციაში, ბიზნესისთვის სწორი მიმართულების მიცემა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, შესაბამისად აუდიტის როლიც მნიშვნელოვნად იზრდება.

ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ მაღალი ხარისხის აუდიტორული მომსახურება თქვენი ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენს გუნდს გააჩნია დიდი გამოცდილება ბიზნესის მრავალ სექტორში: არასამთავრობო, სამთავრობო, კომერციული, საბანკო, აგრო და სხვა.

ჩვენ უზრუნველვყოფთ მომსახურებას მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებსაც სიღრმისეული ცოდნა აქვთ თქვენი ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე და თქვენთან ერთად განიხილავენ აუდიტის პროცესს. ჩვენი აუდიტორული მომსახურება ხორციელდება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით და ყველა იმ მოთხოვნით, რომელიც გააჩნია დამკვეთს.